აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, კალბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული კიდევ ერთი პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად მოწინააღმდეგე მხარის ქმედებები აღკვეთეს.

„სიტუაციის მორიგ დაძაბვაზე სრული პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება,“- აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა