თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო. ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ GDRP-ის განხორციელების შედეგად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, ნატოსთან ურთიერთთავსებადობისა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მიაღწია.

,,პროგრესი წარმოადგენს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შეთანხმების საფუძველს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ასევე განიხილეს ახალი მრავალწლიანი ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და გრძელვადიანი გეგმები, რომელიც როგორც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს

შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და დისტანციურად, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ნათანიელ ადლერი დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის