დმიტრო კულება - ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და იმედი გვაქვს, პუტინს არ სურს ეს მოხდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, კრემლის შეკავების მიზნით ის მუშაობს ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო.

Sky News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ფასის გადახდა მოუწევს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, დმიტრო კულებამ უპასუხა, რომ ეს ფასი პუტინისთვის „აუტანელი“ უნდა იყოს.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა გავხადოთ ეს ფასი აუტანელი პუტინისთვის. მათ (ჩვენს პარტნიორებს) შეუძლიათ ეკონომიკური დარტყმის მიყენება. ჩვენ ვიბრძოლებთ ადგილზე, ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს ეს მოხდეს,“- აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, არ ელოდება, რომ ნატო-ს ძალები უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად რუსეთის წინააღდეგ იბრძოლებენ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შეკავება ვერ მოხერხდება, მაგრამ მხარდაჭერას ელოდება. ”ჩვენ ვითხოვთ ომის თავიდან აცილებაში დახმარებას, თუ ალტერნატივა არ დაგვრჩა რუსეთის მიერ ომის დაწყების სურვილის გამო, მაშინ დაგვეხმარეთ ჩვენი არმიის გაძლიერებაში,“- აღნიშნა კულებამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა