ჯანდაცვის მინისტრი - გაერთიანებულ სამეფოში, თვის ბოლომდე, შესაძლოა „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 1 მილიონამდე შემთხვევა გამოვლინდეს

ბრიტანეთის გადაწყვეტილება, დაწესდეს შეზღუდვები კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების საჭიროებას აგვაცილებს თავიდან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რითაც ის ინგლისში კოვიდშეზღუდვების გამკაცრებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნებისმიერი სხვა შესწავლილი ვარიანტი და გაერთიანებულ სამეფოში თვის ბოლომდე შესაძლოა ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა გამოვლინდეს.

„იმედი მაქვს, ადამიანების უმეტესობა გააცნობიერებს, რომ გადამწყვეტი ქმედებების ახლა განხორციელებით, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ პოტენციური ქმედება მომავალში”, - განაცხადა ჯავიდმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, განიხილავდა თუ არა მთავრობა სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას.

„არა. ვფიქრობ, ეთიკურად არასწორია. ასევე, ძალიან პრაქტიკულ დონეზე, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. ვაქცინაციის მიღება დადებითი გადაწყვეტილება უნდა იყოს,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები გაამკაცრა. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებმა, შეძლებისდაგვარად, შინიდან უნდა იმუშაონ, საზოგადოებრივ ადგილებში პირბადეები გამოიყენონ, გარკვეულ დაწესებულებებში, მათ ღამის კლუბებში, შესვლისას კი კოვიდ საშვები წარადგინონ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა