მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

ბრალდების მხარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც, აღნიშნული საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს უნდა გადასცემოდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიამ კი აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია და მიიღო გადაწყვეტილება, იმ ქვეყანაში დაბრუნებულიყო, რომელსაც 9 წლის განმავლობაში მართავდა.

ბასილაიას თქმითვე, ეს იყო პოლიტიკური აქტი და გმირული ნაბიჯი.

ადვოკატის განმარტებით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სისხლის სამართლებრივი კატეგორიით არ უნდა შეფასდეს და რომ ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოებრივი.

ადვოკატმა მოსამართლე ლელა კალიჩენკოს მიმართა, რომ მას პირდაპირი საფუძველი აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლებრივი კატეგორიებით, ისევე როგორც ვერ შეფასდებოდა ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნება სისხლის სამართლებრივ კატეგორიად, როდესაც დევნილი პრეზიდენტი დაბრუნდა საქართველოში 90-იან წლებში. უნდა ითქვას, რომ პროკურატურამ მაშინაც აღძრა საქმე ზვიად გამსახურდიას მიმართ. გავიდა მრავალი წელი და ვიცით, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული საქმეები ისტორიულ კონტექსტში როგორ ფასდება; ვიცით როგორ ფასდება იმჟამინდელი პროკურატურის საქმიანობა და კარგად ვიცით გამსახურდიას როლი და ღვაწლი საქართველოს ისტორიაში როგორ ფასდება. იგივე ელოდება ამ საქმეს“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, ბრალდების მხარე მტკიცებულებებით საუბრობდა, დაცვის მხარე კი საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ცდილობდა.

საქმის არსებითი განხილვა 22 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე