რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი - დონბასში კიევის ნებისმიერ პროვოკაციას ჩავახშობთ

დონბასში სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიმართული უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია ჩახშობილი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა.

"უკრაინისთვის ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების და თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის ხელისუფლებას მკვეთრი და საშიში ნაბიჯებისკენ უბიძგებს. კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ განცხადებას დონბასში აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებისა და თურქული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების დაწყების შესახებ. შედეგად, უკვე დაძაბული ვითარება ამ ქვეყნის აღმოსავლეთში კიდევ უფრო უარესდება. დონბასში სიტუაციის ძალისმიერი გადაწყვეტისკენ მიმართული უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერი პროვოკაცია ჩახშობილი იქნება,“- აღნიშნა გერასიმოვმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის „შეჭრის“ გეგმის შესახებ სიცრუეა.

"ნატო-ს ქვეყნები ზედმეტ ყურადღებას აქცევენ ჯარის გადაადგილებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. საბრძოლო მომზადების დროს ქვედანაყოფების ხელახალი დისლოცირება რუტინული პრაქტიკაა ნებისმიერი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისთვის", - განაცხადა გერასიმოვმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს