გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - რუსეთი, უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის, მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს გადაიხდის

გერმანიის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკურ ფასის გადახდა მოუწევს, თუ მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ მილიტარისტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის მოლაპარაკების საგანი არ არის. რუსეთი გადაიხდის მაღალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება უნდა იყოს და საკითხის გადასაწყვეტად დიპლომატიური გზები უნდა მოიძებნოს.

ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა საერთო ევროპული პოზიციის კოორდინირება ისეთი მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, როგორიც რუსეთია, რომელსაც უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები ჰყავს თავმოყრილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან