საგარეო უწყება - 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ განიხილავს აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3+3 რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე ბოლო საპარლამენტო მოსმენაზე. ჩვენ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას და შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 დეკემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადეს უწყებაში.

ინფორმაციისთვის, ექვსეულის პლატფორმის, 3+3 ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართება და მასში მონაწილეობას თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთისა და ირანის წარმომადგენლები მიიღებენ.

შეგახსენებთ, ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, 3+3 ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში