მომავალ კვირას, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან საუბარი იგეგმება.
ამის შესახებ მან დღეს ელისეის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპულ ქვეყნებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად დაარეგულირონ კონფლიქტი უკრაინაში, რადგან ეს, ასევე, დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზეც. მომავალ კვირას, საუბარი მექნება რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან“, - განაცხადა მაკრონმა.