ხათუნა სამნიძე - ინფორმაცია არ მაქვს, კიდევ ვინ ტოვებს თანამდებობას, მაგრამ გადაადგილებები იქნება არაფორმალური მმართველის, ივანიშვილის გადაწყვეტილება

ინფორმაცია არ მაქვს, კიდევ ვინ ტოვებს თანამდებობას, მაგრამ გადაადგილებები არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილება იქნება და ვიდრე არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავირჩიოთ "ქართული ოცნება" რიგგარეშე არჩევნებით, არ მგონია, რომ რაიმე შეიცვალოს მმართველობის სტილში,- ასე პასუხობს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ჟურნალისტის კითხვას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის თაობაზე.

სამნიძის თქმით, მსგავსი გადაადგილებებით ქვეყნისთვის არაფერი იცვლება და რიგგარეშე არჩევნები კვლავ რჩება ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში.

"შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა არ იქნებოდა მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ პოლიტიკის კეთება, როცა პოლიტიკოსები არ არიან პასუხისმგებელი საკუთარ ნაბიჯებზე. პირდაპირ არის პასუხისმგებელი ტიკარაძე ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე და პრობლემებზე, რომელიც პანდემიას უკავშირდება. ამ თვალსაზირით ხელისუფლებამ უამრავი შეცდომა დაუშვა და ყოველდღიურად ეწირება ამ არასწორ მართვას, არასწორ გადაწყვეტილებებს, შეუთანხმებლობას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. მე ინფორმაცია არ მაქვს, კიდევ ვინ ტოვებს თანამდებობას და ვინ არა, მაგრამ გადაადგილებები იქნება არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და მანამ, სანამ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გადავირჩიოთ ისინი რიგგარეშე არჩევნებით, რომელიც რჩება ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში, არ მგონია, რომ რაიმე შეიცვალოს მმართველობის სტილში, პასუხისმგებლობაში, ნაბიჯებში. "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც არ თვლის არაფრად არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს , არც საზოგადოების პრობლემებს, არც ოპოზიციური პარტიების წინადადებებს, ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს ერთი ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით და არა ქვეყნის ინტერესებისთვის,"- განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს