კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე - გუშინდელი ჩემი განცხადება არანაირი შეურაცხყოფა არ იყო, ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომ არ ვიცოდი

შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, - ასე განმარტა თბილისის მერმა, კახა კალაძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკა ოლსონთან დაკაშირებით მისი გუშინდელი განცხადება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი პრობლემა იყო ის, რომ ამ თანამდებობის შესახებ არ იცოდა.

„იან კელის განცხადება გაუგებარია იმიტომ, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, რომ მე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებისთვის ან ზოგადად, ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს. ასეთი ფაქტი არ არსებობს. გუშინდელი ჩემი განცხადებაც არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომელიც ითქვა ჟურნალისტის მხრიდან- მრჩევლის მოადგილე. ჩემი პრობლემა იყო, რომ არ ვიცოდი. შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია“,-განაცხადა კალაძემ.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის კომენტარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

"საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. ვფიქრობ, კისინჯერიც კი ვერ წარმოიდგენდა ამას", - წერს იან კელი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. ამ კომენტართან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის მერმა ასე უპასუხა : "რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე?“.

იხილეთ ვიდეო:გუშინდელი ჩემი განცხადება არანაირი შეურაცხყოფა არ იყო, ეს უბრალოდ ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის ნაწილში, რომ არ ვიცოდი - კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეზე

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა