ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ევროპის საბჭოს მიერ სხვადასხვა პროექტებში გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს ერთობლივად განხორციელებული პროექტები და მიმდინარე რეფორმები. ასევე, ხაზი გაესვა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, გენერალური პროკურორის მოადგილეები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები: ტიტუს კორლატეანი, კლოდ კერნი, ბას კლეინი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა