ანონსი 11 დეკემბერი

11 დეკემბერს, 11:30 საათზე, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ასოციაციის თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის არჩევნებს ოპტიკური სკანერების გამოყენებით ჩაატარებს.
მის: წერეთლის #118 ექსპო ჯორჯია, მე-11 პავილიონი.
საკონტაქტო: 555 45 10 01
11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასა და ეპიდემიური ვითარების შემსუბექებისაკენ მიმართული, ალტერნატიული გეგმის თაობაზე, ბრიფინგს გამართავს.
მის: ივანე ჯავახიშვილის ქ. N88 („ლეიბორისტული პარტიის" ოფისი).
საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილის - 593 941 942
11 დეკემბერს, 13:00 საათზე, „ამირანში“ ინტერნეტ მეკობრეობის წინააღმდეგ, ACAG-ის პოსტერების კონკურსისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
საკონტაქტო: მაია სიხარულიძე - 577343355
11 დეკემბერს, 13:30 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი ოლიმპიადის: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის" გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას გამართავს.
მის: ბათუმი, მ. აბაშიძის ქუჩა N16/18
საკონტატქო: 577 07 05 00
11 დეკემბერს, 15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი /YTA UNION/ -OISTAT ნაციონალური ცენტრი” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „კონკურსი „თბილისის სცენოგრაფიის მე - 4 საერთაშორისო ბიენალესთვის“ საქართველოს ნაციონალური პავილიონის პროექტის გამოსავლენად“ ფარგლებში გამარჯვებული აპლიკანტის პრეზენტაციას და დაჯილდოვებას გამართავს.
მის : სიონის ქ.8 (თბილისის ისტორიის მუზეუმი).
საკონტაქტო: დავით გოგოლაშვილი - 599 955 900
11 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
მის: კოსტავას ქ. 36 (კინოთეატრი „ამირანი“).

























