კონგრესმენი - ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს

ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„მოხარული ვარ ქართულ დელეგაციასთან შეხვედრით. ისინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები არიან. ისინი ჩამოვიდნენ ვაშინგტონში, რათა გააძლიერონ ის სიყვარული და თბილი გრძნობა, რომელიც აქვს ამერიკელ ხალხს ჩვენი ძვირფასი მეგობრების, ქართველი ხალხის მიმართ. მსურს, სოლიდარობა გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ. მქონდა შესანიშნავი ვიზიტები თბილისსა და გორში, საქართველო შთამბეჭდავი ქვეყანაა. ქართველი ხალხი შეუპოვარია და ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ ვებრძოდით ტერორიზმს. ძალიან ნიჭიერი ქართველი ხალხი სარგებლის მომტანია აშშ-სა და საქართველოსთვის, “, - განაცხადა ჯო უილსონმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან