Bloomberg- მსოფლიოში ვაქცინების 8.37 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს, დღეში საშუალოდ 38.7 მილიონი ადამიანი იცრება

მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 8.37 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 38.7 მილიონი ადამიანი იცრება.

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.57 მილიარდს გადააჭარბა. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.32 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 674 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 480 მილიონი.

Bloomberg-ის თანახმად, ვაქცინების 2 დოზით ევროკავშირში მოსახლეობის 69.3 % აიცრა, აშშ-ში 60%, ჩინეთში კი - 70.4 %-ზე მეტი.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება