ვენაში კოვიდ შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება

ავსტრიის დედაქალაქ ვენის ქუჩებში კორონავირუსის პანდემიის გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა, - ინფორმაციას “რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

დემონსტრანტებს უჭირავთ ბანერები წარწერებით : „იძულებითი აცრა დიქტატურაა“, „თავისუფლებისთვის“. მათი ნაწილი სკანდირებს : „მთავრობა უნდა გადადგეს!“

ვენის ქუჩებში უსაფრთხოებას დაახლოებით 1.4 ათასი პოლიციელი იცავს.

შეგახსენებთ, 22 ნოემბრიდან ავსტრიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნი“ დააწესა, რომელიც კვირას დასრულდება მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებული არიან, ან ვირუსი უკვე გადაიტანეს, არავაქცინირებისთვის კი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩება. ამასთან, 1-ელი თებერვლიდან ავსტრიაში ამოქმედდება კანონი, რომელიც 14 წლის ზემოთ ასაკის პირების სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს