ანონსი 12 დეკემბერი

ანონსი  12 დეკემბერი

12 დეკემბერს, 15:30 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, „მწვანე პასპორტის“ გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორი: საზოგადოებრივი ორგანიზაცია: "ერი და სახელმწიფო".

საკონტაქტო: 599 29 00 13

12 დეკემბერს, 18 საათზე, „ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებულ თბილისის საბავშვო წიგნის პირველ ფესტივალზე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.