გია ხუხაშვილი - როცა სააკაშვილი შერიგების „სამხრეთ აფრიკულ მოდელზე“ საუბრობს, უნდა ახსოვდეს, რომ მის განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და ღარიბაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ როცა სააკაშვილი შერიგების (კოჰაბიტაციის) სამხრეთ აფრიკულ მოდელზე საუბრობს, უნდა ახსოვდეს, რომ მაგ მოდელის განხორციელებას ნელსონ მანდელა სჭირდება ხელისუფლებაში და არა ივანიშვილი და მითუმეტეს, ღარიბაშვილი.

„აქ მხოლოდ პიროვნულ მასშტაბზე არ ვსაუბრობ. მანდელა თვითონ იყო სისტემის მიერ წამებული, ბიძინას და იკასგან განსხვავებით. პატიება კი მხოლოდ დაზარალებულს შეუძლია და არა საშოვარზე გამოსულ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ სუბიექტს”, - წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.

„ჩემი ხედვით, საუკეთესო ფორმატი ამ მხრივ ე.წ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოდელია, სადაც შეიქმნა სამართლის და შერიგების კომისია. თუმცა, ამ ფორმატში ერთი მხარე გისოსებიდან და პროკურორების თანდასწრებით კი არ საუბრობს, არამედ საჭიროა ყველანი მივუსხდეთ მრგვალ მაგიდას და ერთად ვისაუბროთ წარსულზე და, რაც მთავარია, ჩვენი სამშობლოს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ მომავალზე და ჩვენი ხალხის ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრების პირობებზე“, - წერს სააკაშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს