გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ვარშავაში ჩავიდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნების წარმომადგენლებს შორის განხილვის საგანი იქნება პოლონეთი - ბელარუსის საზღვარზე არსებული სიტუაცია, ასევე პოლონეთის უთანხმოება ევროკავშირთან სასამართლოს დამოუკიდებლობის გამო, უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გამო არსებული დაძაბულობა და რუსული გაზსადენის ბედი გერმანიაში.
პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ის მოუწოდებს შოლცს, შეეწინააღმდეგოს ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენის გაშვებას, რომელიც რუსული გაზის გერმანიაში შეტანას შეუწყობს ხელს.
მისი თქმით, აღნიშნული ვითარება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ევროპის წინააღმდეგ გამოიყენოს. თავის მხრივ, გერმანიამ მხარი დაუჭირა პოლონეთის მცდელობებს შეაჩეროს მიგრანტების ნაკადი ბელორუსიიდან კრიზისის თავიდან ასარიდებლად.