Reuters - აშშ-ში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 800 000-ზე მეტი ადამიანი

აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, - შესაბამის მონაცემებს Reuters-ი საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაინფიცირების მაჩვენებლის ორთვიანი კლების შემდეგ, აშშ-ში, ბოლო 2 კვირაში, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.

იზრდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობაც. კერძოდ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნოემბრის ბოლოს შემდეგ 20%-ით გაიზარდა.

ამასთან, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 4.6%-ით გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევებიც და აშშ-ში, პანდემიის დაწყების დროიდან დაღუპულთა რაოდენობამ, ჯამში, 800 000-ს გადააჭარბა.

კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტი აშშ-ის შტატების თითქმის ნახევარშია გამოვლენილი, თუმცა ინფიცირების ამჟამინდელი შემთხვევების 99%-ი, კვლავ „დელტა“ ვარიანტზე მოდის.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა