თბილისის მერია მეტროს 11 მატარებლის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 49,2 მილიონი ევრო დაიხარჯება - დაგეგმილია  10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია

თბილისში მეტროს ამორტიზებული მატარებლები ახლით შეიცვლება. ვაგონების განახლება შემდეგი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის, 11 მატარებლის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს შეადგენს.

„მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით EBRD-ის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სს "მეტროვაგონმაში", დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის (11 მატარებლის) შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს. მოწოდება დაგეგმილია 36 თვის განმავლობაში. პირველ წელს ვგეგმავთ 8 ვაგონის მოწოდებას“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

ამასთან, მერიის ინფორმაციითვე, EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილია არანაკლებ 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია.

„მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის წინასწარი ბიუჯეტი 45 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია გურამიშვილის, სადგურის მოედნის, სარაჯიშვილის, მარჯანიშვილის, თავისუფლების მოედნის, 300 არაგველის, რუსთაველის, ისნის, წერეთლის და მეტრო ნაძალადევის რეაბილიტაცია.

რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს სრულდება პროექტირების სამუშაოები.

სამშენებლო სამუშაოებზე შესყიდვა გამოცხადდება შემდეგი წლის დასაწყისში. ამასთან, მეტროსადგურ გოცირიძის (მათ შორის ბაქნის) რეაბილიტაციის მიზნით, 11 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან შპს "მამისონთან". სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 7 თვეში“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მერია აქტიურად მუშაობს ახმეტელის და მარჯანიშვილის მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობაზე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ADB-თან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რის საფუძველზეც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო