ჯანმო - „ომიკრონ“ ვარიანტი „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ ახალ ვარიანტს ვაქცინის დაცვისგან თავის არიდება შეუძლია, თუმცა მისი სიმძიმის შესახებ საკმაოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები არსებობს.

„ზოგადი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ახალ, „ომიკრონ“ ვარიანტთან, რჩება ძალიან მაღალი მრავალი მიზეზის გამო,” – ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში, რითაც ორგანიზაცია 29 ნოემბერს გაკეთებული შეფასებას ადასტურებს.

ჯანმო-ს განმარტებით, არსებობს ადრეული ნიშნები იმისა, რომ ვაქცინირებული და ვირუსისგან განკურნებული ადამიანების ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად საკმარისო ანტისხეულები, რაც გამოიწვევს გადაცემის მაღალ მაჩვენებელსა და "მძიმე შედეგებს".

„მეტი მონაცემებია საჭირო სიმძიმის პროფილის დასადგენად. თუმცა, მაშინაც კი, თუ ის დაავადების უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე "დელტა" ვარიანტი, მოსალოდნელია, რომ ჰოსპიტალიზაცია გაიზრდება გადაცემის გაზრდის შედეგად. მეტმა ჰოსპიტალიზაციამ კი, შეიძლება, ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა და მეტი გარდაცვალება გამოიწვიოს,“- აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს