კვლევა - ვაქცინების ორი დოზა საკმარის გამანეიტრალებელ ანტისხეულებს არ წარმოქმნის

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდ-19-ის ორი დოზით ვაქცინაცია კოროვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის წინაღმდეგ საკმარის გამანეიტრალებელ ანტისხეულებს არ წარმოქმნის, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა გააანალიზეს იმ მონაწილეების სისხლის ნიმუშები, რომლებიც „ასტრაზენეკა-ოქსფორდის“ ან „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინით იყვნენ აცრილები.

კვლევის თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ინფექციასთან მებრძოლი ანტისხეულების დაბალმა დონემ ვაქცინების ორი დოზით ვაქცინირებულებში შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მძიმე სიმპტომების, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის მაღალი რისკი.

„ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, მაგრამ სურათის მხოლოდ ერთი ნაწილია. ისინი მხოლოდ მეორე დოზის მიღების შემდეგ განიხილავდნენ გამანეიტრალებელ ანტისხეულებს, მაგრამ არაფერს გვეუბნებიან უჯრედული იმუნიტეტის შესახებ, რაც ასევე შემოწმდება“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მეთიუ სნეიპმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა