ნიკა მელია - სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე იქნება აზრდაკარგული

სანამ მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, იქნება აზრდაკარგული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ახლა მნიშნველოვანია პროტესტის ხმა ისმოდეს.

„ახლა მნიშვნელოვანია მობილიზაცია, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ, უფრო ხმამაღლა ისმოდეს. ყველას გელოდებით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრდაკარგული“, - განაცხადა მელიამ კომენტარში, რომელსაც „მთავარი არხი" ავრცელებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა