აშშ-ში მოქალაქეებს იტალიაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამერიკელებს იტალიაში, გრენლანდიასა და მავრიკიში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

Reuters-ის ინფორმაციით, უწყებამ იმ მიმართულებების ჩამონათვალს, სადაც, მათი შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით „ძალიან მაღალი“ რისკი არსებობს, იტალია, გრენლანდია და მავრიკიც დაამატა.

ცნობისათვის, იტალიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 12 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 98 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, 5.24 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 134 929 - დაიღუპა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა