ლევან ხაბეიშვილი - როგორც კი რეჟიმი შეიცვლება, ყველა სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც აქციაზე დააკავეს პოლიტიკური ნიშნით და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა ჩამოეწერებათ, ასევე მათ გადაეხდებათ კომპენსაცია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულია გადაწყვეტილება - როგორც კი რეჟიმი შეიცვლება, ყველა სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც აქციაზე დააკავეს პოლიტიკური ნიშნით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განმარტებით, სამოქალაქო აქტივისტებს ასევე გადაუხდიან კომპენსაციას და ეს იქნება ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე „ქართულმა ოცნებამ“ აქტივისტებს დააკისრა.

„სამოქალაქო აქტივისტებს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებისთვის უკანონოდ, ფაქტობრივად ყველა აქციაზე აკავებენ და ეს გახადა „ქართულმა ოცნებამ“ ყოველდღიურ მოვლენად, როცა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უბრალოდ აზრის გამოხატვისთვის აკავებენ აქტივისტებს. შემდეგ ამ აქტივისტების ნაწილს უწევთ რამდენიმე დღის ციხეში გატარება, თუ ციხეში არ უშვებენ აჯარიმებენ ათასობით ლარით. ჩემთან ერთად არიან აქტივისტები, რომელთა უმრავლესობას ანგარიშები აქვთ დაყადაღებული. „ქართულმა ოცნებამ“ მათ სიცოცხლეც კი აუკრძალა იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ იმუშაონ, ან რაიმე თანხა განკარგონ, რადგან დაყადაღებული აქვთ. „ქართული ოცნება“ გარდა ადმინისტრაციული წესით, ხშირად აღძრავს სისხლის სამართლის საქმეებს. მათ დიდ ნაწილს გამოძიებაზე წლობით უწევს სიარული, ასევე დიდ ნაწილს უწევს ციხეში ყოფნა, ახლაც უკანონოდაა რამდენიმე აქტივისტი ციხეში გამოკეტილი იმის გამო, რომ აპროტესტებენ უსამართლობას და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც კი რეჟიმი შეიცვლება, ყველა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აქციაზე დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური ნიშნით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დაჯარიმდნენ, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი. ასევე მათ გადაეხდებათ კომპენსაცია და მინიმუმ ეს იქნება ორმაგი, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ იყენებს ამ ადამიანების სადამსჯელოდ.

ასევე, ყველა ადამიანი ვინც ამ დროის განმავლობაში იყო რეჟიმის მსხვერპლი და აქციაზე დააკავეს, ყოველგვარი მტკიცებულებები გარეშე ყავდათ ციხეში ან ჰყავთ ახლა, როგორც კი რეჟიმი შეიცვლება ყველა ეს საქმე ინდივიდუალურად იქნება გადახედილი და მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდებათ კომპენსაცია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა