ჩინეთის საგარეო სამინისტრო - თუ აშშ უგუნურად იმოქმედებს, ჩინეთი საპასუხო დარტყმისთვის ეფექტურ ზომებს მიიღებს

ჩინეთის საგარეო უწყება შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ მისი „უგუნური ქმედებები“ რეაგირების გარეშე არ დარჩება და მოუწოდებს, ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს შესაბამისი არასწორი გადაწყვეტილება და შეწყვიტოს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა და ჩინეთის ინტერესების ზიანის მიყენება. თუ შეერთებული შტატები უგუნურად იმოქმედებს, ჩინეთი საპასუხო დარტყმისთვის ეფექტურ ზომებს მიიღებს,“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა გასული კვირის პარასკევს რამდენიმე ფიზიკურ პირსა და ჩინურ ორგანიზაციას, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, სანქციები დაუწესა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს