გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი - „ომიკრონ" ვარიანტი ლონდონში დომინანტური 48 საათში გახდება

კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი ლონდონში დომინანტური უახლოეს 48 საათში გახდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდ-19-ის არცერთი ვარიანტი ასე სწრაფად არ გავრცელებულა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ წარმოადგენს შემთხვევების 20 პროცენტზე მეტს ინგლისში, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ის 44%-ზე მეტს აღწევს ლონდონში და ველით, რომ მომდევნო 48 საათში ის დედაქალაქში დომინანტური ვარიანტი გახდება,“- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული, „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს