ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, არის მზაობა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეები ჩაერთონ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, არის მზაობა, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში დასავლეთის ქვეყნებიდან ყოფილი და მოქმედი მაღალკვალიფიციური მოსამართლეები ჩაერთონ. როგორც მან საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, დასავლელ პარტნიორებში არის აღქმა, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით კონკრეტული წინადადებები შემუშავებული არ არის. მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ სასამართლო რეფორმას კონკრეტიკა აკლია, მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი ანალიზი, რაშიც მოსამართლეები დასავლეთის ქვეყნებიდან უნდა ჩაერთონ.

„ვაშინგტონში ვიზიტისას ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვქონდა აზრთა თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, რომელზეც ყველა ლაპარაკობს დღეს, არ არის კონკრეტული წინადადებები შემუშავებული და ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ ამის აღქმა ხდება ჩვენს პარტნიორებში. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება იყო, იმის გამო, რომ კონკრეტიკა ამ სასამართლო რეფორმას არ აქვს, გავაკეთოთ ფართომასშტაბიანი ანალიზი იმისა თუ რა გაკეთდა აქამდე, რა არის კიდევ გასაკეთებელი და ამაში ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი მოსამართლეები ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან და ამ ანალიზის შედეგად, ვნახოთ, თუ კანონში რამე არის შესაცვლელი, შევცვალოთ. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს