ხვალ ბიზნესდაჯილდოების ფინალი გაიმართება

“თიბისის“ პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2021“ ფინალი ხვალ საღამოს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათი განმარტებით, გამარჯვებულების გამოსავლენად Facebook Live-ი “თიბისის” და “თიბისი” ბიზნესის Facebook გვერდებზე ზუსტად 19:45 საათზე დაიწყება.

„თიბისი“ მეექვსე წელია, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის მხარდაჭერაა. დაარსებიდან დღემდე, დაჯილდოებაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოება მიზნად ისახავს, წაახალისოს ის ბიზნესები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და საჭირო შესთავაზონ მომხმარებელს, იქნება ეს მათზე ორიენტირებული თუ ინოვაციური პროდუქტი ან მომსახურება.

წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ტარდება. დაჯილდოებას ორი ახალი ნომინაციაც დაემატა და ჟიური საუკეთესო ბიზნესებს შემდეგ ნომინაციებში გამოავლენს:

საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობა

განსაკუთრებული როლი რეგიონის განვითარებისთვის

საუკეთესოს გამოსავლენად ბიზნესის სხვადასხვა სფეროში წარმატებულმა ადამიანებმა, ასევე, სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იზრუნებს, რომლებიც ამ პროცესში კონკურსის გამოცხადების დღიდან არიან ჩართული“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა