გერმანიაში, კოვიდ შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე 6 სამართალდამცავი დაშავდა

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში აქციაზე, სადაც 2 000-მდე ადამიანი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდა, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 6 პოლიციელი დაშავდა.

არასანქცირებული აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ მსვლელობა შეეწყვიტათ, თუმცა მათ გაფრთხილება უგულებელყვეს, რის შემდეგაც პოლიციამ მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა 120-მდე ადამიანი დააკავეს.

გერმანიაში საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა, 3 500-მდე ადამიანი შეიკრიბა მაგდებურგში, 2 900 - როსტოკში. შედარებით მცირე მასშტაბის აქციები გაიმართა ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიისა და საქსონიის მხარეებში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა