ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის

მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არის.

„რაც შეეხება გუშინ ერთ-ერთი ექიმის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად და საკვებთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა გაუქმდა, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, საკვების 80% უბრალოდ ნაგავში იყრება, ვინაიდან მისი ორგანიზმი ამ საკვების მისაღებად მზად არ არის. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით, რომ საერთოდ არ სჭირდებოდეს მიხეილ სააკაშვილს არანაირი სამედიცინო სერვისის მიწოდება, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ეს სიტუაცია არ გვაქვს“,-განაცხადა საძაგლიშვილმა.

დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი უკვე მოინახულა, ახლა კი მასთან შესახვედრად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა