ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სერგეი ტიხანოვსკის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ის მასობრივი საპროტესტო აქციებისა და არეულობის მოწყობის გამო დამნაშავედ სცნო. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტას” ცნობით, განაჩენი სამშაბათს, ქალაქ გომელში მდებარე სასამართლოში გამოიტანეს. ტიხანოვსკისთან ერთად პატიმრობა კიდევ 3 ოპოზიციონერს - მიკოლა სტატკევიჩს, იგორ ლოსიკსა და ვლადიმერ ციგანოვიჩს შეუფარდეს.

შეგახსენებთ, სერგეი ტიხანოვსკი, 2020 წლის მარტში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დააკავეს. ტიხანოვსკის დაკავების შემდეგ მისმა მეუღლემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გადაწყვიტა არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარედგინა. ოფიციალური შედგების მიხედვით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიცია, საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების ლიდერები მას ბრალს არჩევნების მასობრივ გაყალბებაში სდებენ. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად არ აღიარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა