კელი დეგნანი - მხარს ვუჭერთ სასამართლო სისტემის რეფორმების გაგრძელებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების დროული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი განხორციელება

არსებობს გზამკვლევი სასამართლო სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად, რომელზეც იმსჯელეს და მოილაპარაკეს საქართველოს ლიდერებმა, ის ეფუძნება ვენეციის კომისიის, ოდირის, საერთაშორისო და საშინაო სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა არის კარგი მაგალითი, საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად.

დღეს შეიკრიბნენ მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები პროკურორები, მოსამართლები და ადვოკატები, იმისთვის რომ იმსჯელონ, როგორ გააძლიერონ და გააუმჯობესონ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა.

ჩვენ რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მცდელობას და აშშ ამაყია იმით, რომ ეხმარება საქართველოს საკუთარი სასამართლო სისტემის განვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში.

ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არის ის, რომ გაგრძელდეს ეს რეფორმები. არსებობს ნათელი გზამკვლევი, რომელზეც ქართველმა ლიდერებმა უკვე იმსჯელეს და მოილაპარაკეს. ის ეფუძნება ვენეციის კომისიის, ოდირის, საერთაშორისო და საშინაო სამართლის ექსპერტების რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ პარლამენტმა ეს რეკომენდაციები სთხოვა ოდირს, ვენეციის კომისიასა და საერთაშორისო ექსპერტებს და ამგვარად, რეკომენდაციების მოწოდება მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. ასე რომ, საკმაოდ ნათელია, რა არის საჭირო ამ რეფორმებისთვის, იმისთვის, რომ გაგრძელდეს პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და უზრუნველყოფილი იყოს მართლმსაჯულების დროული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი განხორციელება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რეფორმები გაგრძელდება“, - აღნიშნა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა