ანონსი 15 დეკემბერი

15 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული).

15 დეკემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი VI სართული).

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: "პოლიტიკური ძალების შერიგების საკითხი. პრეზიდენტის ინიციატივა ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 დეკემბერს 11:00 საათზე, ,,საარჩევნო საკითხებზე მომუშავე რეფორმების და კვლევის ჯგუფი’’ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (Friedrich Naumann Stiftung) მხარდაჭერით დისკუსიას თემაზე: „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში და ელექტრონული არჩევნების პერსპექტივა“ გამართავს.

მის: თბილისი, რუსთაველის გამზირი N13, („თბილისი მარიოტი“).

საკონტაქტო: თენგიზ თევზაძე - 599 028 068

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგი საქმიანობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი („რედისონ ბლუ ივერია“, დარბაზი „ივერია").

საკონტაქტო: ნინი ტალახაძე - 595 053 605

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგების პრეზენტაციას გამართავს და კვლევის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს წარადგენს.

მის: თელავის ქ. 20 („შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“).

საკონტაქტო : მაგდა გუგავა - 599 42 02 06

15 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

15 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: "პოლიტიკური ძალების შერიგების საკითხი. პრეზიდენტის ინიციატივა ინკლუზიური პროცესის დაწყების თაობაზე.

ოპოზიციის მიერ 21 დეკემბერს დაანონსებული აქცია."

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

15 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

15 დეკემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან მიღებული სარგებლის, არსებული სიტუაციის და სამომავლო განვითარების პერსპექტივები" - მოსმენა საჯარო სექტორთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

15 დეკემბერს, 13:30 საათზე, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” „შრომის ლექსიკონის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას ეკატერინე ტიკარაძე დაესწრება.​​

15 დეკემბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თემატური მოკვლევის - „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები" - მოსმენა საჯარო სექტორთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304).

15 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილესთან და არსამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ნანა ჯანაშიასთან ერთად, „სოფლად მეწარმეობის განვითარების" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სტუდენტური კონკურსის საზეიმო დახურვის ღონისძიებას გახსნის.

მის: ლერმონტოვის ქ.10 (სასტუმრო „იოტა“).

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების დაკავების და ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: გულუას ქუჩა N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410).

15 დეკემბერს, 16.30 საათზე "ევროპული საქართველოს" პარტიის ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი

თემა: გერმანიის სასამართლოს განაჩენი ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით

მის:ბარნოვის 40

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08 თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს