„ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია 2021" გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს, კონფერენციის მიზანი საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევარებისა და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება - სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაა.

„კონფერენციას ოფიციალურად „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი გოჩა თუთბერიძე გახსნიან.

საპატიო სტუმრის სტატუსით გახსნის ცერემონიაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მახარაშვილი მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციას საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის, ესპანეთის, კოსტარიკისა და ირლანდიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მთავარი მომხსენებლები კი ნიკოლოზ ფარჯანაძე, ეკატერინე ფიფია, ნიკ მიკელიოუდაკისი და ნიცა დავიდოვიჩი იქნებიან.

ღონისძიების ბოლოს, საკონსულტაციო საათი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება”, - აღნიშნული გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს