ჯანმო - აფრიკის რეგიონში, გასული კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა 111%-ით გაიზარდა - „ომიკრონ“ შტამი მსოფლიოს 76 ქვეყანაშია დადასტურებული

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი, 111 %-იანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკის რეგიონში.

გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი, 674 019 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გერმანია 351 738 შემთხვევით, გაერთიანებული სამეფო - 350 340 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 335 972 და რუსეთი 215 283 დადასტურებული შემთხვევით.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის “ომიკრონ“ შტამი კი 76 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა