სანდრო რაქვიაშვილი - აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება - კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება - კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეები არალეგალურად ითამაშებენ, სადაც მათი უფლებები დაუცველი იქნება.

„ეს კანონი გამართლებულია იმით, რომ ადამიანებს ვითომ შეუზღუდავს წვდომას ონლაინ თამაშებზე, რაც ტყუილია. ეს შეუძლებელია. მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალები გახდებიან. ისინი ნაკლებს კი არ ითამაშებენ, ითამაშებენ არალეგალურად, მათი უფლებები ნაკლებად იქნება დაცული, ხოლო ადამიანები ვინც ამ ბიზნესშია დასაქმებული ლეგალურად, დაკარგავენ სამსახურს. ეს იქნება მთავარი შედეგი. საბოლოო ჯამში ამ კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება. ამ ადამიანების დახმარების შანსიც დაიკარგება, როცა ეს სფერო იქნება ფარული და არალეგალური. არ ვიცი რას უკავშირდება საპატრიარქოს წარმომადგენლების აქ ყოფნა, ეჭვი მაქვს ისინი უჭერენ მხარს ამ კანონპროექტს, მაგრამ თუ ისინი დაინახავენ, რომ საბოლოო ჯამში ეს მეტ მსხვერპლს გამოიწვევს, შეიძლება შეცვალონ პოზიცია და თუ ეკლესია შეცვლის პოზიციას, შეიძლება სულ სხვა რეალობა დადგეს,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს იხილავს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა