იტალიაში, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

იტალიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 31 მარტამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 16 დეკემბრიდან 31 იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასული პირები ვალდებული იქნებიან, გამგზავრებამდე კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა აქამდე მხოლოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩასულ პირებზე ვრცელდებოდა.

გარდა ამისა, არავაქცნირებულმა მოქალაქეებმა იტალიაში ჩასვლის შემდეგ 5-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

ცნობისათვის, იტალიაში პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გასული წლის იანვარში გამოცხადდა და მისი მოქმედების ვადა მიმდინარე თვის დეკემბრის ბოლოს იწურებოდა. იტალიაში, ბოლო დროს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 20 677 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 120 ადამიანი დაიღუპა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, იტალიაში, ამ დრომდე, „ომიკრონ“ ვარიანტის 27 შემთხვევაა დადასტურებული.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს