გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” შეკრებიდან წამოსული კახეთის გუბერნატორი საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ დაჯდა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილი დააზიანა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების” შეკრებიდან წამოსული კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ დაჯდა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილი დააზიანა.

გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ შიოშვილი თელავის კლინიკაში მივიდა, სადაც ექიმებს მოატყუა, თითქოს "კიბიდან დაგორდა და იქ მიიღო მცირე დაზიანებები”.

ბოტკოველი შინაგან საქმეთა სამინისტროდან შიოშვილისთვის ჩატარებული ალკოტესტის პასუხების გამოქვეყნებას ითხოვს.

„რამდენიმე დღის წინ კახეთში, ჭავჭავაძის რეზიდენციაში "ოცნებამ” და ლიდერებმა ჩაატარეს დიდი ღრეობა, სადაც შეკრებილები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები და სხვადასხვა ჩინოვნიკები. ვნახეთ, როგორ ზეიმობდნენ იმ დროს, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს. ამ ყველაფრის შემდეგ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან წავიდა თელავში და ხედავთ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფი ავტომობილი. პოლიცია ამ ფაქტს მალავს, ავტომობილიდან მოხსნილია სანომრე ნიშნები, ცდილობდნენ მიეჩქმალათ ეს ფაქტი, თუმცა "ოცნების” შიდა გუნდიდან გამოსული ინფორმაციით, დადასტურებულად ვიცით, რომ კახეთის გუბერნატორი იყო მთვრალი. მივიდა თელავის კლინიკაში, სადაც ექიმებს მოატყუა თითქოს დაგორდა კიბიდან და იქ მიიღო მცირე დაზიანებები. მოვითხოვ შსს-სგან, გამოაქვეყნონ იმ კონკრეტული ფაქტის დროს ალკოტესტის შედეგები გუბერნატორის, სადაც უტყუარად დადასტურდება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ხალხის ფულით ჰქონდათ მიწყობილი ღრეობა და სახელმწიფო სახსრებთან ეს დამოკიდებულება აქვთ”, - აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს