ვლადიმერ პუტინი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები 21-ე საუკუნეში „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის“ ნამდვილი ნიმუშია.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს თქვენთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება. მიმაჩნია, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები 21-ე საუკუნეში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია,“- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრის დაწყებისას.

რუსეთის პრეზიდენტმა სინ ძინპინს "ძვირფასი მეგობარი" უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ისინი მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებენ.

"წელს კეთილმეზობლობისა და მეგობრული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წელი გავიდა. ხელშეკრულება ხუთი წლით გახანგრძლივდა", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ამ „ფუნდამენტური შეთანხმების სისტემატურმა განხორციელებამ, რომელიც სრულად ასახავს ჩინელ და რუს ხალხს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების ღრმა ისტორიულ ტრადიციებს, შესაძლებელი გახადა მათ შორის ურთიერთობების უპრეცედენტოდ მაღალ დონემდე აყვანა.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა