ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთობლივ შეხვედრას მართავენ

სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ერთობლივ შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილება პოლიტიკური დევნის საკითხი, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მათი ინფორმაციით, დღეს იმსჯელებენ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე. როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მთავარი თემა იქნება ასევე ხაზარაძე-ჯაფარაძე-წერეთლის საქმე.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.

„დღეს ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კოორდინაცია გვქონდეს ოპოზიციურ სპექტრს. ჩვენს პარტიას მიაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, გვყავს პოლიტპატიმარი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც განხორციელებულია ძალიან მძიმე არაადამინური მოპყრობის ფაქტები",-განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

„ვიმსჯელებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, ოპოზიციური ერთობა და აზრების შეჯერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მსჯელობაც და პოლიტიკური დიალოგიც. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში დღევანდელი მოცემულობით რამხელა პოლარიზაცია და ზიზღიც არის, ეს უკავშირდება პოლიტიკას და მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია ვიპოვოთ გზები, როგორ გამოვიყენოთ ქვეყანა ამ მძიმე მოცემულობიდან",-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა