ნიკოლოზ სამხარაძე -  სტოლტენბერგმა მმართველ პარტიას ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ იმიტომ მოუწოდა, რომ პარტიის ლიდერთან ჰქონდა შეხვედრა, ასეთი შეხვედრა ოპოზიციასთან რომ ჰქონოდა, მათ მოუწოდებდა

იენს სტოლტენბერგმა მმართველ პარტიას იმიტომ მოუწოდა ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ, რომ მმართველი პარტიის ლიდერთან ჰქონდა შეხვედრა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტოლტენბერგი პარტიებს მოუწოდებს თანამშრომლობისკენ და ასეთი შეხვედრა ოპოზიციასთან რომ ჰქონოდა, მათ მოუწოდებდა.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნატო-ს გენმდივანს შორის. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე გზავნილი იყო გაჟღერებული და უმთავრესი არის ის, რომ საქართველოს თვითონ შეუძლია აირჩიოს თავის გეზი, თუ რომელ ალიანსში გაწევრიანდება და რუსეთს არ ექნება უფლება ვეტო დაადოს საქართველოს ნატო- ში გაწევრიანებას. ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი იქიდან გამომდინარე, რა მოვლენების განვითარებაც იყო უკანასკნელ კვირაში. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ თუ რუსეთი შეიჭრება სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, დიდი ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწევს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საქართველომ დიდი სამუშაო გასწია რეფორმირების კუთხით და მოუწოდა რეფორმები გაგრძელდეს იმ სფეროებში, რომელიც ამას კიდევ საჭიროებს. ასევე, მოუწოდა პარტიებს, ითანამშრომლონ საქართველოს ინტერესების სასიკეთოდ. მმართველ პარტიას იმიტომ მოუწოდა, რადგან მმართველი პარტიის ლიდერთან ჰქონდა შეხვედრა, როცა მმართველო პარტიის წარმომადგენელთან აქვს შეხვედრა, ეს მოწოდება იქნება მმართველი პარტიის მიმართ, ეს ადამიანი თუ ხვდება ოპოზიციის წარმომადგენელს, ეს მოწოდება იქნებოდა ოპოზიციის მიმართ,"- განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, როცა მეორე მხარეს თანამშრომლობა არ უნდა, დიალოგი ვერ შედგება. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ინკლუზიურ პროცესს, სამხარაძე მიიჩნევს, რომ ამის შესაფერისი ადგილი პარლამენტია.

"პარლამენტი სწორედ იმიტომ არის შექმნილი, რომ ოპონირება იყოს პარლამენტში. პარტიებს შორის პოლიტიკური დიალოგის ადგილი არის საქართველოს პარლამენტში, ინკლუზიური პროცესი ტარდება პარლამენტში, რადგან პარლამენტი არის ყველაზე მეტად ინკლუზიური ადგილი, პარლამენტში დავიწყოთ ინკლუზიური პროცესი,"-განაცხადა სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა