„სტარტაპერი“ და „ელვისი“ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

„თიბისის“ პროგრამა „სტარტაპერი“ და „ელვისი“ მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად ერთიანდებიან. სპეციალურად შენი სტარტაპისთვის „ელვისზე“ სტარტაპერის კატეგორია შეიქმნა.

„თიბისის“ ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში, გეძლევა შესაძლებლობა, „ელვისის“ აპლიკაციაში დაემატო სტარტაპერის კატეგორიაში და სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით თებერვლამდე.

„ნებისმიერს სტარტაპს შეუძლია შეავსოს განაცხადი და ისარგებლოს „ელვისის“ საკურიერო მიტანის სერვისით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება მათთვის მომხმარებელთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. მას შემდეგ რაც რეგისტრაციას გაივლით მისამართზე - https://bit.ly/startuperi-elvis, „ელვისის“ წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

„ელვისი“ ქართული მაღალტექნოლოგიური მიტანის სერვისია, რომელიც პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების წინაშე არსებულ პრობლემებს აგვარებს.

„ელვისის“ მულტიფუნქციური პლატფორმა მოიცავს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საჭიროა მომხმარებლის, კურიერისა და პარტნიორი კომპანიის ეფექტური კომუნიკაციისთვის. პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკვები ან საცალო პროდუქტები და მიიღოს სწრაფი და საინტერესო მიწოდების სერვისი გამჭირვალობისა და პასუხისმგებლობის მაღალი მაჩვენებლით.

პროგრამა სტარტაპერი უკვე 5 წელია არსებობს და ის სტარტაპების საუკეთესო მხარდამჭერია საქართველოში. სტარტაპერი პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებს, სტარტაპ განათლებას, სპეციალურ შეთავაზებებს და მედია მხარდაჭერას.

„ელვისის“ და სტარტაპერის მხარდაჭერით, სტარტაპერებისთვის „ელვისის“ პლატფორმაზე უფასოდ განთავსება თებერვლამდე იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა