ფინანსთა სამინისტრო  - 2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი

მომავალ წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილია 262 მილიონი ლარი, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე მიიმართება 121 მილიონი ლარი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს 18 მილიონ ლარს;

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 45 მილიონი ლარი;

მრავალწლოვანი კულტურების გაშენების თანადაფინანსებაზე მიიმართება 27 მილიონი ლარი;

აგროდაზღვევის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი;

სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დაფინანსება შეადგენს 39 მილიონ ლარს;

ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მიიმართება 270 მილიონი ლარი, მათ შორის, სესხის სუბსიდირება და საგრანტო თანადაფინანსება - 118 მილიონი ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 120 მილიონი ლარი;

მცირე გრანტები და სხვა პროგრამები - 32 მლნ ლარი;

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის კუთხით, გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება, როგორც საგრანტო დაფინანსებისთვის, ასევე IT სპეციალისტების გადამზადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა