თეონა აქუბარდია - როცა ვსაუბრობთ რუსულ ოკუპაციაზე და იმის თაობაზე, რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტია, სამწუხაროდ, ეს პრიორიტეტი ბიუჯეტში არ იკითხება

როდესაც ვსაუბრობთ რუსულ ოკუპაციაზე და იმის თაობაზე, რომ თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის პრიორიტეტია, სამწუხაროდ, ეს პრიორიტეტი ბიუჯეტში არ იკითხება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

როგორც აქუბარდიამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, საჭიროა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ზრდა არა მხოლოდ ხელფასების, არამედ თავდაცვის შესაძლებლობების მიმართულებით იყოს. მისი თქმით, ამ მხრივ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი კრიტიკას ვერ უძლებს.

“წარმოდგენილ ბიუჯეტში თავდაცვის შესაძლებლობები იმ მინიმალურ სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს, რაც ქვეყნის თავდაცვის უნარიანობისთვის არის აუცილებელი. იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ, თავდაცვის ბიუჯეტი იმ საფრთხეების ადეკვატური უნდა იყოს, რაც ქვეყნის წინაშე დგას“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 40.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება 1 002.4 მლნ ლარს შეადგენს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს