გერმანიაში სამართალდამცავებმა ანტივაქსერები დააკავეს, რომლებიც საქსონიის პრემიერს სიკვდილით ემუქრებოდნენ

გერმანიის საქსონიის მხარეში სამართალდამცავებმა ანტივაქსერების ჯგუფი დააკავეს, რომელიც მხარის პრემიერს, მიხაელ კრეტშმერსა და მხარის სხვა ოფიციალურ პირებს კოვიდშეზღუდვების მხარდაჭერის გამო სიკვდილით ემუქრებოდა.

მედიის ინფორმაციით, მუქარის განხორციელებაში ეჭვიტანილი ულტრა მემარჯვენე ანტივაქსერების დასაკავებლად პოლიციამ რეიდები რამდენიმე ლოკაციაზე ჩაატარა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „თავაშვებული ექსტრემისტების ამ პატარა უმცირესობას“ არ მიეცემა უფლება, საკუთარი ნება საზოგადოებას მოახვიოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა