არჩილ თალაკვაძე - რადიკალური მიდგომები იქ მოიკითხეთ, სადაც თქვენი ფავორიტი ლიდერები აანონსებენ დესტრუქციულ ქმედებებს - ცალი ხელით ამას აანონსებენ და მეორე მხრივ ამბობენ, ხომ არ შევრიგდეთო?

რადიკალური მიდგომები იქ მოიკითხეთ, სადაც თქვენი ფავორიტი ლიდერები აანონსებენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, წერტილოვან აქციებს და დესტრუქციულ ქმედებებს, ცალი ხელით ამას აანონსებენ და მეორე მხრივ ამბობენ, ხომ არ შევრიგდეთო? - ჩვენი პოზიცია არის იგივე,- ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე კითხვას, რატომ არის "ქართული ოცნების" პოზიცია რადიკალური შერიგებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ რა პოზიცია აქვს შერიგებაზე ვიცე- სპიკერს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ინკლუზიური პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კურთხევა პატრიარქისგან აიღო, რაზეც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ სიღრმისეულ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან არ აქვს ინფორმაცია, თუმცა, დასძენს, რომ ამ საკითხზე მათი პოზიცია იგივეა.

"შერიგებაზე ჩვენი პოზიცია იგივეა. არ მაქვს მეტი ინფორმაცია, უფრო სიღრმისეული კომენტარის გაკეთება დღეს არ შემიძლია. ამ თემაზე "ქართული ოცნების" ყველა ლიდერმა უკვე პოზიცია დააფიქსირა და ჩვენი პოზიცია არის იგივე. როცა გვექნება მეტი ინფორმაცია და ოპოზიცია კეთილს ინებებს და მოვა პარლამენტში, ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, ალბათ, უფრო მეტს გვეტყვიან, თუ როგორ წარმოუდგენიათ შემდგომი კომუნიკაცია პოლიტიკური სისტემის შიგნით. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის ლეგიტიმურად არჩეული ზეპარტიული ფიგურა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას, რადიკალური ოპოზიცია იყო, ვინც პრეზიდენტს არ აღიარებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მერე ბევრჯერ მოუწიათ პრეზიდენტთან მისვლა და ისიც დაინახეს, რომ სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გახლდათ ადამიანი, ვინც მოლაპარაკებებში საკუთარი პოზიტიური წვლილი შეიტანა.

წინაპირობებს ჩვენ კი არ ვაყენებთ, არის ხალხი, ვინც ჩაიდინა კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები, რის გამოც ოჯახებმა დაკარგეს ადამიანები, ამ ადამიანებთან უნდა მივიდეს "ნაციონალური მოძრაობა" და უთხრას თავის სათქმელი, არათუ ამას ვერ ახერხებს, საკუთარ ამომრჩეველსაც ვერ ეუბნება, რომ არჩევნებში დამარცხდა და ოპოზიციაშია დღეს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2022
გიორგი კუნაძე - რუსეთის რეჟიმის  კრახი გარდაუვალია, დღეს უკვე ცხადად ჩანს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია
საქართველოს უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ფასების ცვლილების დინამიკა 2022 წლის ზაფხული (R)
სს ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო საქმის მიმართულების დირექტორად თორნიკე კორძაია დაინიშნა
USAID-ის პროგრამის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის’’ და  ,,ტრანსფორდის“ ერთობლივი ინიციატივით 43 ადამიანი დასაქმდა