პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული  დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა

„ღია სივრცე კავკასიამ“ (COS), ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ ფარგლებში, სამდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა, პარლამენტის აგრარული კომიტეტის/გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მიიღეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასა და პარლამენტს შორის სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურის საკითხებში (EUGA-2020)“ მიზანია, შეიქმნას თემატურ კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელო პარლამენტის წევრებისთვის, რათა სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად.

„პროექტი ხელს შეუწყობს პარლამენტის გაძლიერებას კანონშემოქმედებით საქმიანობაში ასოცირების ხელშეკრულების ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე ცნობიერების გაზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა