დავით ზალკალიანი - საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით

ვფიქრობ, რომ უაღრესად დროული და საგნობრივი განხილვა გაიმართა პრემიერ-მინისტრსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია იმაზე, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და იმ ახალი გეოპოლიტიკური სურათის ფონზე, რაც იქმნება რეგიონში, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და ნატოს რეაქცია.

„მადლიერი ვართ ჩვენი ნატოელი პარტნიორების, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოება და ნატოში ინტეგრაცია სწორედ იმ ქვეყნის არის, ვისაც აქვს ამის სურვილი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც მკაფიოდაა გაწერილი ნატოს შესაბამის წესდებაში. ეს ორმხრივი საქმეა და არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს.

ასევე მკაფიოა ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მკაფიოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასრულებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო მიზნის მისაღწევად ნატოში გასაწევრიანებლად. ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენს საქმიანობაში ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამის ნათელი დასტური იყო ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, ამის ნათელი დასტურია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაცია და ამის ნათელი დასტურია ის, რა შეფასებებიც ჩვენ მივიღეთ თუნდაც რიგის ბოლო მინისტერიალზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ რიტორიკისა და მძაფრი განცხადებებისა, რომელიც გვესმის, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ჩვენი გზა ნატოსკენ, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, უნდა განვახორციელოთ რეფორმები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე ქვეყნის დემოკრატიზაციის გაძლიერების კუთხით, იმისთვის, რომ ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონსენსუსი მომწიფდება ნატოს წევრებს შორის. ასე რომ, ჩვენი გეგმები ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით არ იცვლება და ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

დავით ზალკალიანი - საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით

ვფიქრობ, რომ უაღრესად დროული და საგნობრივი განხილვა გაიმართა პრემიერ-მინისტრსა და ნატოს გენერალურ მდივანს შორის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, საზოგადოებამ იხილა საჯარო გზავნილები, რომელიც ძალიან მკაფიო პასუხია იმაზე, თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და იმ ახალი გეოპოლიტიკური სურათის ფონზე, რაც იქმნება რეგიონში, როგორი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და ნატოს რეაქცია.

„მადლიერი ვართ ჩვენი ნატოელი პარტნიორების, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატოს გაფართოება და ნატოში ინტეგრაცია სწორედ იმ ქვეყნის არის, ვისაც აქვს ამის სურვილი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც მკაფიოდაა გაწერილი ნატოს შესაბამის წესდებაში. ეს ორმხრივი საქმეა და არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს.

ასევე მკაფიოა ჩვენი ნატოელი პარტნიორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბუქარესტში იქნა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მკაფიოა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ასრულებს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო მიზნის მისაღწევად ნატოში გასაწევრიანებლად. ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს პოლიტიკაში და ჩვენს საქმიანობაში ნატოში ინტეგრაციის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველო უკვე პრაქტიკულად მოქმედებს, როგორც წევრი ქვეყანა. ამის ნათელი დასტური იყო ჩვენი მონაწილეობა ავღანეთის მისიაში, ამის ნათელი დასტურია ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაცია და ამის ნათელი დასტურია ის, რა შეფასებებიც ჩვენ მივიღეთ თუნდაც რიგის ბოლო მინისტერიალზე.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ რიტორიკისა და მძაფრი განცხადებებისა, რომელიც გვესმის, ჩვენ არ უნდა შევანელოთ ჩვენი გზა ნატოსკენ, უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, უნდა განვახორციელოთ რეფორმები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ისე ქვეყნის დემოკრატიზაციის გაძლიერების კუთხით, იმისთვის, რომ ვიყოთ მზად იმ მომენტისთვის, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილება და კონსენსუსი მომწიფდება ნატოს წევრებს შორის. ასე რომ, ჩვენი გეგმები ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით არ იცვლება და ჩვენ თანმიმდევრული ვიქნებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა